საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პატარები კინოთეატრ “კავეაში” ანიმაციური ფილმის ჩვენებას დაესწრნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, არბოსა და ქვემო ნიქოზის სკოლის მოსწავლეებს კინოთეატრ „კავეაში“ სეანსის დაწყებამდე შეხვდა. ბავშვებმა მულტფილმი „ზღარბი სონიკი“ საბურთალოს სითი მოლში  ნახეს.

ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კინოთეატრ „კავეას“ თანამშრომლობით მოეწყო.  აქტივობა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები