ზესტაფონში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონის მერიამ კულტურული, გასართობი  და მხატვრული ღონისძიებებით აღნიშნა.

1 ივნისის ღონისძიებები მე- 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანგებოდ მომზადებული მუსიკალური პროგრამით გახსნეს.  ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ, გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტან ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  მერმა,  ბავშვებს 1 ივნისის დღესასწაული მიულოცა და მათთან ერთად  სხვადასხვა სახის ღონისძიებებს დაესწრო.

ვასილ გველესიანმა ასფალტზე ხატვის კონკურსის მონაწილეთა ნახატები დაათვალიერა, რომელიც 1 ივნისის დღის აღსანიშნავად ტრადიციულად იმართება მუნიციპალიტეტში. კონკურსის  მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.

1 ივნისის  ღონისძიებები კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და  ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამით გაგრძელდება. 18:00 სთ-ზე კი  ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრში  ჰ.კ  ანდერსენის  პრემიერა „ნამცეცა“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები