შიდა ქართლში 11 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს
შიდა ქართლში არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული მწყემსია, რომელმაც სავარაუდოდ, 11 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა.
მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლებით მიმდინარეობს.