ლანჩხუთის მერი – პოლიციელებს: თქვენ დგახართ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოების სადარაჯოზე
ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს შენობის წინ გახსნილ ახალ მემორიალთან სამსახურებრივი საქმიანობის დროს დაღუპულთა ხსოვნას
პატივი მიაგეს და ლანჩხუთელ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს.
“თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს! თქვენ დგახართ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოების სადარაჯოზე. ხშირად თქვენივე სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფთ საზოგადოებრივ წესრიგს. ყველა თქვენგანს პროფესიულ საქმიანობაში მინდა ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები.
მადლობა თავდადებისა და თავგანწირვისთვის.”- აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვეტერან პოლიციელებთან ერთად ტრადიციულად შეიკრიბნენ ,,მამაცთა სკვერში”. გაიხსენეს მათი ღვაწლი და დამსახურება ქვეყნის წინაშე.
ანსამბლმა „მხედრებმა” ანსამბლ ,,ცისიერთან” ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა.