ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ხიდისთავში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში შიდა გზების მოწყობა – რეაბილიტაციის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გზის ერთ მონაკვეთზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო, მოწყობილია სანიაღვრე არხებიც.
პროექტის მიხედვით, გზის საფარის მოწყობა – რეაბილიტაცია დაგეგმილია ორ მონაკვეთზე – სოფლის ცენტრალურ და სკოლამდე მისასვლელ გზაზე.

“ასფალტის საფარი 3 085 მეტრზე მოეწყობა.

ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, დაგეგმილია მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და ბეტონის არხის მოწყობა”, – ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები