1 ივნისიდან ხულოში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა იწყება

1 ივნისიდან ხულოში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამა იწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა ხულოდან, ბეშუმისა და სხვა საზაფხულო იალაღების მიმართულებით ტრანსპორტი შეღავათიან ფასებში იმოძრავებს. კერძოდ, ხულოს მერიის თანადაფინანსებით, მგზავრობის საფასური 3 ლარი იქნება.

მიკროავტობუსები, დღეში ერთხელ, ხულოდან 8 საათზე გავა, მთიდან კი 6 საათზე გამოვა. მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამას ხულოს მერია, ყოველწლიურად, ახორციელებს.

პროგრამის დაფინანსება მიმდინარე წელს გაიზარდა და 35 000 ლარს შეადგენს. ასევე გაიზარდა მომსახურების არეალიც, რომლის ფარგლებშიც საზაფხულო იალაღებზე ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა მთაზე მოხდება.

ტრანსპორტით გადაადგილება ტურისტებსაც შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები