თელავში ისტორიულ ძეგლებზე QR კოდები, ხოლო ორ ლოკაციაზე QR კუბები განთავსდა

თელავში ისტორიულ ძეგლებზე QR კოდები, ხოლო ორ ლოკაციაზე QR კუბები განთავსდა. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, QR კოდის მეშვეობით შესაძლებელია, ორ ენაზე (ქართული, ინგლისური), ელექტრონულ რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია ქალაქში არსებულ ყველა ისტორიულ ძეგლზე.

“ამასთან, QR კუბების მეშვეობით გაეცნობით სხვადასხვა სახის ინფორმაციას შემდეგი მიმართულებებით:
• თელავის ისტორიული ძეგლები;
• თელავის ფოტომატიანე;
• საერთაშორისო ტურნირები;
• ფესტივალები;
• ვირტუალური ტური;
• საინფორმაციო გიდი;
• ელექტრონული წიგნები;

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: telaviin.ge

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას და ისტორიული ძეგლების ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები