მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ვასილ პაპავას ნეშტი დღეს, სამტრედიაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ვასილ პაპავას ნეშტი დღეს, სამტრედიაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

80-წლიანი ძებნის შემდეგ ოჯახმა ის სევასტოპოლში, დაღუპვის ადგილზე, საძიებო ჯგუფების დახმარებით, ძმათა სასაფლაოზე აღმოაჩინა.

როგორც მისი შთამომავალი, მამა ანგია პაპავა ამბობს, ვასილი ომში 1941-ში წავიდა, 1942-ში  კი ოჯახთან მისი მიმოწერა შეწყდა. ის მხოლოდ 1955 წელს გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

“უდიდესი წვლილი შეიტანა ამ საქმეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკითხის მოგვარებისთვის. ოჯახმა კვლავ დაიბრუნა თავისი ნაწილი,” – ამბობს ვასილ პაპავას ნათესავი, მერაბ პაპავა

.ვასილ პაპავას საფლავში აღმოჩენილია მისი პირადი ნივთები: ჩაფხუტი, ჯაყვა, კაფსულა პირადი მონაცემებით, რაც საფლავის უტყუარობის მტკიცებულებად ითვლება.

გარდაცვლილს დღეს პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები