მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონოღია-ბანძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.

“პროექტის ფარგლებში დაიგება 1 917 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა რკინა-ბეტონის და ლითონის მილები, რკინა-ბეტონის ღია არხები და ცხაურები.

პროექტის ღირებულება 343 342 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

ონოღიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები