ქუთაისის ოპერის თეატრში ირაკლი კახიძე იმღერებს

6 ივნისს 19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს პიეტრო მასკანის შედევრს – ერთმოქმედებიან ოპერას “სოფლის ღირსება”.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს აღდგენილი  სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, მხატვარ-შემსრულებელი ირაკლი სვანიძე (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის – თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით). “სოფლის ღირსებაში” მონაწილეობას მიიღებენ: უცხოეთში დიდი წარმატებით მოღვაწე ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე (ტურიდუ), ახალგაზრდა მომღერალი, ალექსანდრე ხომერიკის აღზრდილი, თბილისის ოპერის თეატრის მიწვეული სოლისტი თამარ ლებანიძე  (სანტუცა), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები: ინგა ფუტკარაძე (ლუჩია), ბაკურ კვირიკაშვილი(ალფიო), ირმა შავგულიძე  (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. სპექტაკლს იდირიჟორებს გიორგი რევიშვილი.

აქვე წარმოგიდგენთ თეატრის შემოქმედებითი სტუმრის ირაკლი კახიძის ახალ მიღწევებს. ირაკლი კახიძე პირველი ქართველი ტენორია, ვინც ორანჟის ცნობილ, ძალზე პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე იმღერა 2018წელს.ის დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის ქვეყნებში.პანდემიის დროს წარმატებული სპექტაკლები ქონდა მას ასევე ჰონკონგში. ირაკლი კახიძეს შემოქმედებითი პარტნიორობა აკავშირებს ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ლუდოვიკ ტეზიე, ლატანია მოორე, მიშელ ფოლე, ტატიანა სერჟანი, ბეატრის ურიამონძონი, ეკატერინე სემენჩუკი, ერვინ შროტი, რომან ბურდენკო, დრაგანა რადაკოვიჩი, სვეტლა ვასილევა, ოლესია პეტროვა, ვლადისლავ სულიმსკი, ქეთრინ ფოსტერი და სხვა.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ევროპული პრესიდან, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ შტრიხებს ირაკლი კახიძის პორტრეტისთვის: „ირაკლი არის უაღრესად სიმპაიური, არაჩვეულებრივად პოზიტიური ადამიანი, თბილი, კეთილი, კოლეგიალური და კარგი იუმორის მქონეც. ერთი სიტყვით უაღრესად სასიამოვნო გარემოს ქმნის მუშაობის პროცესში.რაც შეეხება მას როგორც მომღერალსმიმაჩნია, რომ მის შემთხვევაში საქმე გვაქვს განსაკუთრებულ, ფენომენალურმოვლენასთან. მისი ხმა არის ულამაზესი ტემბრით, ძალით და მოცულობით შეფერილი. გასაოცარია რეგისტრული სკალა, რომელსაც იგი ასე ოსტატურად ფლობს და რაც საშუალებას აძლევს თავისუფლად იგრძნოს თავი უკიდურესად მაღალ რეგისტრშიც კი. მას აქვს ყველაფერი რაც ნამდვილ სპინტოტენორს სჭირდება ვერდისა და პუჩინის რთული რეპერტუარის სიმღერისთვის.

და კიდევის რაც მის სიმღერას განსაკუთრებულს ხდის და რაც ასე ძალიან მხიბლავს მასში, ეს არის სიტყვის და ფრაზისმნიშვნელობის საოცრად ზუსტი შეგრძნება. ეს ფაქტორი ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის თითქმის გადამწყვეტია. ირაკლის სადღაც შიგნიდან გულისა და სულის სიღრმიდან გამოაქვს სიტყვის მნიშვნელობა და ბრწყინვალე ბრილიანტების სახით მიაქვს მსმენელამდე. მომღერელიირაკლი კახიძე მანჰაიმის ნაციონალური თეატრის ნამდვილიმონაპოვარი და განძია!!! ეს არის ხმა რომელიც მუდმივადგინდა რომ ისმინო!“- წერს შტფჰენ მარინარო, მანჰაიმის ნაციონალური თეატრის მთავარი მრჩეველი სახატვრომუსიკალურ დარგში.

ქართველ ტენორირაკლი კახიძერომელმაც, უკვე დაიმკვიდრა შესანიშნავი იტალიური სპინტოტენორის რეპუტაცია, ახლა კი უკვე ფრანგულ კლასიკურრეპერტუარს ნადირისა და დონ ხოზეს ჩათვლით, შემატა კიდევ ერთიბრწყინვალე და ურთულესი როლი – ვერთერი (მასნეს „ვერთერი“). მისი ულამაზესი ტემბრის ხმა იღვრებოდა რბილად და ლირიულად, გულშიჩამწვდომად და სავსედ ჟღერდა მაღალი ნოტებივოკალურ პრევალენტობას იგიშესანიშნავად უთავსებს ლეგატისიმოს და პიანოს გასაოცარ კულტურას, ასევე იშვიათი გემოვნების მუსიკალურ ფრაზირებას“ – წერს გერჰარდ ჰოფმანი.

ირაკლი კახიძე დონ კარლო! კიდევ ერთი ნათელი შედევრი მის რეპერტუარში! განსაკუთრებულად გამორჩეულივოკალური აქცენტები ყველა სცენში!

ქართველმა ტენორმა კიდევ ერთხელ მოხიბლა მსმენელი თავისი ზუსტი, სრულყოფილი და ელეგანტური ხმით! ტენორითავდაჯერებული ბრწყინვალებით! ყველანაირი შოუმენობისგარეშე!“ – ამ სიტყვების ავტორიც კრიტიკოსი გერჰარდჰოფმანია.

სამი სხვადასხვა გერმანული გამოცემა ასე ეხმაურება ირაკლი კახიძის მიერ განსხეულებულ დონ ხოზეს (ბიზეს „კარმენი“): „მართლაც რომ რთულია იყო ირაკლი კახიძის პარტნიორი სცენაზე. სენსაციურ შთაბეჭდილებას ახდენს მისი ულამაზესი ხმის ძალა, თავისუფალი მაღლების, ფრაზირების და ტონის სრულყოფის შთამბეჭდავმოდიფიცირება!“; „…იდეალურ დონ ხოზედ გვევლინება ირაკლი კახიძე, ძლიერი ხმით, თავისუფალი ფრაზირებით, მყარი და გაშლილი მაღლებით!“; „…თავისი სასიამოვნო ტემბრით შეფერილიხმით აცოცხლებს დონ ხოზეს ირაკლი კახიძე. გასაოცარგანვითარებას აღწევს იგი ბოლო სცენაში, მძიმე რუბატოებისადა სულისშემძვრელი ინტონაციის მეშვეობით“.

ირაკლი კახიძეს ქუთაისის ოპერის თეატრში არაერთხელ აქვს ნამღერი დიდი წარმატებით. ამჯერადაც, „სოფლის ღირსება“ მისი მონაწილეობით წარუშლელი შთაბეჭდილებებით გაგამდიდრებთ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები