ახალციხეში, საფარის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში, საფარის ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხე-საფარის მონასტრის მიმართულებით არსებულ ცენტრალურ გზას უერთდება, სადაც პროექტის ფარგლებში  სანიაღვრე არხი და საყრდენი კედელი მოეწყო, გზის სავალ ნაწილზე კი ასფალტის საფარი იგება. პროცესს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე მელიქიძე, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქ პირველად ხორციელდება და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უამინდობისას, არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები