ხულოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

ხულოში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო საზეიმო მსვლელობა, ჩატარდა მუნიციპალური პირველობა უმცროს ასაკთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხულოს საჯარო სკოლებს შორის, ჩატარდა მუნიციპალური პირველობა კალათბურთში.
დაბის სკვერში მოეწყო სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა და ადგილზე ხატვა
ი.ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამუტულ თეატრში გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც ღონისძიების მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები