დავით ბახტაძე: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან ერთად, სპორტული მინი მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

“ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამდენად, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია. სამუშაოები, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი ფონდების თანადაფინანსებით ხორციელდება და გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საკალათბურთო სტადიონზე ამ წუთებში მოედნის ზედაპირის კაუჩუკით კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. აქტიურ ფაზაშია გამსახურდიასა და თავისუფლების ქუჩებზე მშენებარე მინი ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები