საჩხერეში დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა
საჩხერის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გვირგვინებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ბესიკ ქუთათელაძის ბიუსტები, შინმოუსვლელთა მემორიალი.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ეზოში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და გვირგვინით შეიმკო ივანე გომართელის ბიუსტი.
“საჩხერის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მერაბ კოსტავას სკვერში საზეიმო კონცერტი ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა. აკადემიკოს ჯურხა ნადირაძის სახელობის მუზეუმმა ექსპონატების გამოფენა მოაწყო. ღონისძიებები დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში დასრულდა, სადაც მარინა ჯანაშიას სახელობის თეატრალურმა სალონმა ,,პარნასი“ ლიტერატურული კომპოზიცია ,,მომავალი ჩვენია“ წარმოადგინა.
ღონისძიებებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.