დამოუკიდებლობის დღე ბოლნისში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებითა და სპორტული აქტივობით აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებითა და სპორტული აქტივობით აღინიშნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცეები მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი მეწარმეები, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები, სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების, გიტარისა და ხალხური საკრავების შემსწავლელი სტუდიები, ქალაქ ბოლნისის ბიბლიოთეკები, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მუზეუმი და თოჯინების თეატრი.
ბოლნისელი მაყურებლის განწყობაზე დღეს ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები ზრუნავდნენ. კონცერტის დასკვნით ნაწილში კი ბოლნისელების წინაშე გიგი გეგელაშვილი და ჯგუფი „გობლინები“ წარდგნენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ღონისძებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.