იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს

იუსტიციის სამინისტრო 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს.

“ევროპისკენ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული აქტივობებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას, ამბროლაურში, თემატურ პავილიონებში მასპინძლობს.
პავილიონებში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტები: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა. ადგილზე მოსულ მოსახლეობას საშუალება ექნება სამართლებრივი კონსულტაცია მიიღოს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

დღის განმავლობაში შემეცნებით-გასართობი პროგრამა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება წარმოდგენილი:

  • მოეწყობა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და შემეცნებითი სივრცე „საქართველოს გზა ევროპისკენ“.
  • ღონისძიების მონაწილეებისთვის იმუშავებს ვირტუალური ტური ევროპის ქალაქებში.
  • არაერთი სიურპრიზი ელით ბავშვებს – მეზღაპრის კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, გიგანტური რობოტები, ატრაქციონი. 17:10 საათზე (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საღამო კი ანსამბლების – „გორდელას“ და „ბანდეროლის“ – კონცერტით დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები