შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს  მცხეთაში აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ხვალ, 26 მაისს მცხეთაში აღნიშნავს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.

ვრცლად იხილეთ მითითებულ  ბმულზე: police.ge/page/410“, – ნათქვამია განცხადებაში.  

შსს, დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები