რუსთავში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რუსთავში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება. 26 მაისისათვის მზადება თავისუფლების მოედანზე და კოსტავას გამზირზე აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანზე უკვე დამონტაჟდა სცენა, მიმდინარეობს დეკორაციებისა და პავილიონების განთავსება. 

ცენტრალური მოედნის მიმდებარედ ხვალ დილიდან სამხედრო ტექნიკაც გამოიფინება.

11.30 სთ-ზე რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკობენ მერაბ კოსტავას ბიუსტს. 

“მერაბ კოსტავას სახელობის გამზირი და თავისუფლების  მოედანი დილიდანვე  მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებით იქნება დატვირთული. 12.00 სთ-დან, 26 მაისის აღსანიშნავად შეკრებილ რუსთაველებს, ტამტამების შოუ, ფლეშ-მობი, ჯაზ-ბენდი და რუსთავის ორკესტრი, ანიმატორების წარმოდგენა, ფოლკლორული და ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, თეატრალური წარმოდგენები ღია სივრცეში და რუსთავის საწარმოების პროდუქციის ამსახველი ბანერების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ელოდებათ. 17.10 სთ-ზე, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ზუსტი დრო. საზეიმო კონცერტზე რუსთაველებს ქვეყნის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავს ანსამბლი ,,რუსთავი” და ,,თუთარჩელა” მიულოცავენ. საღამოს დასკვნით კონცერტზე კი ჯგუფები ,,რეგიონი” და ,,Killages” იმღერებენ. საზეიმო ღონისძიებების გამო, 25 მაისის 16:00. საათიდან 26 მაისის 24:00 საათამდე, კოსტავას გამზირის #10-დან და ფიროსმანის ქუჩის #5-დან, კოსტავას გამზირის #18 მდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები