ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელოვნების სახლში გამართული პროექტის „Art House 2022-ის” პრეზენტაციას დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხელოვნების სახლში გამართული პროექტის „Art House 2022“ – ის პრეზენტაციას დაესწრო.
ხელოვნების სახლის წარმომადგენელმა ოთო გვრიტიშვილმა საზოგადოებას გააცნო პროექტი, რომელიც გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს წლის განმავლობაში ხელოვნების სახლში, კონკურსის წესით შერჩეული მსურველების გამოფენებს, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ძეგლებისა და ისტორიული ადგილების ამსახველი, ილუსტრირებული კატალოგების დაბეჭვდას, ასევე შეიქმნება ქუჩის საინტერესო სტრიტ – არტები. პროექტი „Art House 2022“ ასევე ითვალისწინებს ვებგვერდის შექმნას, სადაც განთავსდება ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ადგილებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. პროექტი ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის შემსწავლელ კურსსაც ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში „Art House“ – მა გამოფენების მოწყობის მიზნით, კონკურსი უკვე გამოაცხადა.
„Art House 2022“ – ის მიზანია, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვიზიტორებისთვის საინტერესო, კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა.