ვაკანსია ქობულეთის მერიაში – საჯარო მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურსი გამოცხადდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო მოსამსახურის არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ღია, საჯარო, კონკურსს აცხადებს.
კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პოზიციებზე :
🔷️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.
🔷️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის სამსახურის – ხელმძღვანელი.
🔷️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტის სამსახურის – მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიმდინარე ზედამხედველობის, მიმდინარე პროცესებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი.
🔷️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის – მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
🔷️ მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახელმწიფო შესყიდვები განყოფილების -მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-შესყიდვების საკითხებში.
🔷️ პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მეორე კატეგორის უფროსი სპეციალისტი, კულტურის საკითხებში.

მერიის ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, მიმდინარე წლის 28 მაისის ჩათვლით

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები