უბედური შემთხვევა აბასთუმანში – მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა

აბასთუმანში ერთ-ერთი მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. ადგილზე დასაქმებულები წინასწარ განზრახვაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის ამწეს ოპერატორი იყო და 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.

ამავე მოსაზრებას იზიარებს სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი გოგა ცერცვაძეც. მისი თქმით, ტელეფონი და ჯვარი იმ ადგილთან ახლოს დატოვა, საიდანაც გადმოვარდა.

“როგორც თქვეს რაღაც პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ეს გადაწყვიტა. რა მოხდა არ ვიცით, ჩვენც გარკვევის პროცესში ვართ. ამწე იყო ნაქირავები და მას მოჰყვა თვითონ ოპერატორიც. ჩვენმა თანამშრომლებმა შსს-საც მისცეს ჩვენებები, რომ მას ჰქონდა თვითონ ნათქვამი ამასთან დაკავშირებით რაღაცები. თავისი ძალებით მაქსიმალურად ცდილობდნენ გადაეფიქრებინა ამ ადამიანს. ტელეფონი და ჯვარი გზაში მოიხსნა, იქვე იყო დატოვებული და ესეც მეტყველებს რომ განზრახ იყო გაკეთებული”, – აცხადებს ცერცვაძე.

რაც შეეხება დაშავებულს მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები