ავტობანზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

გორი-ქარელის საავტომობილო მონაკვეთზე, სოფელ ურბნისთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები გორისა და ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები