გორის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კვირეულს იწყებს
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კვირეულს იწყებს.
კვირეულის ფარგლებში, პირველი საინფორმაციო შეხვედრა ქვახვრელის საჯარო სკოლაში გაიმართა.
სკოლის მოსწავლეებთან სახალხო დამცველის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა ანა ჯანიაშვილმა და გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ ცხოვრებაძემ, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ – გამომძიებელ, პოლიციის მაიორ ნონა გელაშვილთან ერთად, ადრეული ქორწინების შესახებ ისაუბრეს.
კვირეულის ფარგლებში, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება , მანდატურის სამსახურისა და განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად, ბავშვთა უფლებების, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბულინგისა და ინკლუზიური განათლების საკითხებზე შეხვედრებს კიდევ რამდენიმე სკოლაში გამართავს.
სკოლები და შეხვედრის თემები ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სკოლების, სკოლამდელი აღზრდის, ჯანდაცვისა და მერის წარმომადგენლებთან ჩატარებული შეხვედრების დროს გამოკვეთილი, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიხედვით შეირჩა.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება საინფორმაციო შეხვედრების გარდა, სხვადასხვა აქტივობებს გამართავს.