ბორჯომში, ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა

ბორჯომში, ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა. “მწვანე მონასტრის” მიმდებარედ მანქანა მდინარეში გადავარდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული.

ადგილობრივი ტელეარხის ინფორმაციით, სამივე მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალშია” გადაყვანილი.

დაშავებულებს შორის, ერთი გოგოა და ორი ბიჭი.

როგორც “კვირა” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები