გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
„დღეს, მე-12 კლასელებისთვის ემოციებით სავსე დღეა. ისინი მშობლიურ სკოლას ემშვიდობებიან და განსხვავებული ცხოვრების გზას ადგებიან და მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები გზად შეხვედრილ ყოველ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
მინდა, ყველა მე-12 კლასელს და განსაკუთრებით ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ახალგაზრდებს მივულოცო სკოლის დამთავრება და ვუსურვო ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება.“- აცხადებს გოგი მეშველიანი.