გორის მერიის თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში Art House-მა კონკურსი გამოაცხადა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხელოვნების სახლმა „Art House“ – მა გამოფენების მოწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ განაცხადებს შორის შეირჩევა ოთხი საუკეთესო.
“ოთხივე საგამოფენო პროექტი განხორციელდება. მსურველებს კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამ ბმულზე
გარდა გამოფენებისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდი სადაც განთავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, გამოიცემა წიგნი (200 ეგზემპლარი) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ამსახველი ილუსტრაციებით, შეიქმნება 5 ქუჩის ნახატი (სტრიტ-არტი), 20 ადამიანი კი გაიღრმავებს ცოდნას ფოტოგრაფიის მიმართულებით.
აქტივობების მიზანია, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ვიზიტორებისთვის საინტერესო კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა.
ხელოვნების სახლის „Art House“ – ის პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.