ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში, ყოფილი სასაზღვრო ქალაქის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
როგორც ახალციხის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის, ახალგაზრდული ცენტრისა და სკვერის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
“პროცესს ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გელა ჭალიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრები, სპორტული კომპლექსი, საბავშვო ბაღი, სკვერი, საავტომობილო გზა და სხვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.