“ქალთა დასაქმება სწავლების გზით” – გორში ,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში პროექტი მიმდინარეობს

,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში გორში პროექტი ,,ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ მიმდინარეობს.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი განკუთვნილია სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული ქალბატონების, ასევე, დასაქმებისა და ახალი პროფესიული უნარების შეძენის მსურველი 30 ბენეფიციარი ქალისთვის, რომლებიც 5 თვის განმავლობაში გაივლიან ჭრა-კერვა-მოდელირების პრაქტიკულ კურსს.
“პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, ტრენინგებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ბიზნესპროექტების წერისა და ფონდების მოძიების თემატიკაზე, რაც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს დასაქმდნენ სამკერვალო საწარმოებში ან თავად წამოიწყონ მცირე ბიზნესი.
პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა ,,ნაბიჯი განვითარებისათვის“, რომელიც ბენეფიციარებს სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სამკერვალო საწარმო ,,ლიდერში“ დაასაქმებს.
პროექტი ,,ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით, რომლის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ტრენინგების, სემინარების თუ სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების გზით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები