საგარეჯოში დასუფთავების აქცია გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით, ქალაქ საგარეჯოში, სათავესა და თვალწმინდაგიორგის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქცია გაიმართა.
მერიის ცნობით, აქციაში მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ აუცილებელია რეკრეაციული სივრცეების სისუფთავის დაცვა და მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად ჩართვა.
დასუფთავების მიზანს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენდა.