სამტრედიაში ელიავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ელიავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, კაპიტალური გზა ფარნავაზის პირველ, მე-5 ჩიხებში და მე-3 შესახვევში დაიგო.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ინდიკო” ასრულებს.

მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლადო ზაქრაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები