მაცაცო ნარიმანიძე: დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელება როგორც ქალაქ დუშეთში, ისე მთლიან მუნიციპალიტეტში

დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა.

ამჯერად, მათ სპორტკომპლექსში განხორციელებული შიდა სამუშაოები და ქალაქ დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე მისასვლელი ე.წ. ჯორმუხის გზა მოინახულეს, სადაც ეგება ასფალტო-ბეტონის საფარი და ეწყობა სანიაღვრე არხები. ასევე, დეტალურად გაეცნენ მილახვრიანთკარის, კობიაანთკარისა და მწითურის ქუჩებზე მიმდინარე საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

“აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელება როგორც ქალაქ დუშეთში, ისე მთლიან მუნიციპალიტეტში” – განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები