ბოლნისის მუზეუმს ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში სპეციალური დიპლომი გადაეცა

მუზეუმების საერთაშორისო დღეს , ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის ახალ მუზეუმს ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსში (EMYA 2022) მიღებული დიპლომი გადასცა.

ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსი 7 მაისს ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართა. კონკურსზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მეორედ იყო წარდგენილი: პირველად 2016 წელს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმით, წელს კი ბოლნისის მუზეუმით, რომელიც საუკეთესო მუზეუმების კანდიდატთა შორის დასახელდა ნომინაციაში – „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“ და სპეციალური დიპლომი გადაეცა.

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ბოლნისის მუზეუმში მოეწყო, სადაც დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის მუზეუმისა და ევროპის 2022 წლის მუზეუმის კონკურსის შესახებ ისაუბრა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები