სოფელ ზარდიაანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობდა
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში, ცოტა ხნის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოკუპანტების მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.