გორში, კოშკებსა და რიეთში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – კოშკებისა და რიეთის მოსახლეობას მალე სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.

ორივე სოფელში, სადაც სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჯამში 200 – მდე ოჯახი ცხოვრობს.

პროექტის მიხედვით, თითოეულ სოფელში მოეწყობა შიდაგამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები, საქლორატოროები, ახალი ჭაბურღილები და რეზერვუარები.

აღნიშნულ სოფლებში მოქმედი ამორტიზებული სისტემა ვეღარ უზრუნველყოფდა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის გამართულ მიწოდებას. გარდა ამისა, დებეტიც შემცირებული იყო და ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები