სამტრედიაში თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა
სამტრედიაში დასრულდა ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, მინი ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.
“შეხვედრა დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ მე-11 საჯარო სკოლამ გამარჯვება მოიპოვა. მე-2 ადგილის მე-12 საჯარო, ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი პირველი საჯარო სკოლა გახდა.
ასევე გამოვლინდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები:
ტურნირის ბომბარდირი ლუკა სპირანტი, საუკეთესო მეკარე გახდა საბა ამაღლობელი, ტურნირის ყველაზე უმცროსი მონაწილე-ოთარ ცაგარეიშვილი.
ფინალურ მატჩს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე, თედო კაკულიას მამა ბეჟან კაკულია და ადგილობრივი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ტურნირი ჩატარდა საზოგადოება ,,სამტრედიელის,, ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის ორგანიზებით.
საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულ გუნდს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპორტული ფორმები გადაეცათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.