ოჯახური ძალადობა ხელვაჩაურში – კაცმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა

ხელვაჩაურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 32 წლის ქალი დაჭრეს. დაშავებული უკვე კლინიკაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-117 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები