ქობულეთში სადრენაჟე არხები იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 9კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.
“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.