გორის მუნიციპალიტეტში, კარალეთიდან ერგნეთის საგუშაგომდე გარეგანათების სისტემა მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ კარალეთიდან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის, ერგნეთის საგუშაგომდე გარეგანათების სისტემა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 კილომეტრამდე საპროექტო მონაკვეთი, რომელიც კარალეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება, საავტომობილო გზას მიუყვება.

“ის ჩაუვლის ძევერას და ქიწნისს, ჰკვეთს ტყვიავს, გაივლის ორი სოფლის ტირძნისსა და ბროწლეთს შორის და სრულდება ერგნეთში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც დღემდე გარეგანათების სისტემა არ ყოფილა, 578 განათების წერილი დამონტაჟდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები