შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფმა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, სამტრედიაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული მწყემსის ცხედარს მიაკვლია. მამაკაცის ცხედარი მდინარე გუბისწყალში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 8 მაისს, საქონლის სამწყემსად წავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
როგორც ცნობილია, ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.