კოდას ტურისტული განვითარებისა და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ, კოდას საკურორტო ზონის ტურისტული განვითარებისა და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით,  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. 

პროექტის სტრატეგიული მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული შეთავაზების გაუმჯობესება და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა და ამის საფუძველზე ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირება. ამასთან, პროექტის კონკრეტული მიზანია კოდას ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით.

პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული ღირებულება:  1 223 671  ლარია, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები