სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში დაიწყო

დღეს, სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე,  ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინი ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ.

ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მოადგილე, გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე, თედო კაკულიას მამა ბეჟან კაკულია და ადგილობრივი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

,,თედო საამაყო და წარმატებული ახალგაზრდა იყო, მისი სახელის უკვდავსაყოფად აღნიშნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ახალგაზრდებში მაქსიმალურად დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რისთვისაც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება. მომავალში სპორტის  მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გატარდება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

ტურნირი საზოგადოება ,,სამტრედიელის,, ინიციატივითა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის ორგანიზებით  ტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები