ხულოში, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

დღეს, ხულოში, სხალთისა და ფუშრუკაულის  ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და  დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სოფელში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობა და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა.

 მოსახლეობასთან შეხვედრებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები