მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოება World Travel Awards 2023 წელს ბათუმში გაიმართება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და World Travel Awards-ის ვიცე პრეზიდენტმა, სიონ რაპსონმა, ლონდონში, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ოსკარად წოდებული დაჯილდოების ცერემონიალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

2023 წელს ბათუმში, მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, სასტუმროები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები დაჯილდოვდებიან.

ბათუმი World Travel Awards-ის გამარჯვებული 2019 წელს გახდა ნომინაციაში – ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები