კახეთის 2022 წლის ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

კახეთის 2022 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას  კახეთის საფეხბურთო კლუბები, სკოლები, ცენტრები მიიღებენ, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან ფეხბურთის ფედერაციაში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობას იღებენ, ლაგოდეხის, ლაგოდეხი 2-ის, ლელიანის, ვარდისუბნის, ბაისუბნის, აფენის, კართუბნის, მსხალგორისა და გიორგეთის გუნდები.

კახეთის 2022 წლის ჩემპიონატში 2008-2009, 2010-2011 წელს დაბადებული ბავშვთა გუნდები იღებენ მონაწილეობას.

“ჩემპიონატი მიზნად ისახავს:

– ფეხბურთის განვითარებას და პოპულარიზაციას;

– საქართველოს ნაკრები გუნდებისთვის პერსპექტიული ფეხბურთელების შერჩევას;

– კახეთის რეგიონალური ნაკრები გუნდების ჩამოყალიბებას;

– გამარჯვებული გუნდების გამოვლენას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩემპიონატს კახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები