ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მუნიციპალიტეტების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ეროვნულ კონფერენციას ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’ დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიებაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მუნიციპალიტეტების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი.

კონფერენციას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სახალხო დამცველისა და ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე არსებული გამოწვევებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერას.  ასევე ისაუბრეს საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიმართულებით მიღწევებზე.

ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა პროექტის – „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ნაწილია, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

თანამშრომლობა მოიცავს 64 მუნიციპალიტეტისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერას, „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპის ქარტიის ადვოკატირებასა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერებას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები