დმანისში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის” პრეზენტაცია გაიმართა
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, კობა მურადაშვილმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა სკოლის ადმინისტრაციას და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან მისი ინიციატივით შემუშავდება პროფესიული განათლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი სტუდენტების სწავლების დაფინანსებას აღნიშნულ სკოლაში.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: შვეიცარიის ელჩი, კოლეჯის შვეიცარიის პარტნიორები, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.