საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტების სამუშაოები გრძელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოასფალტების სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალაქ საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე #19, #21, #23 და #25 კორპუსების მოასფალტების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენ- დი როუდი” ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება 444 434 ლარია და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.