თელავის უხუცესს – ბეწეწურ არაბულს 107 წელი შეუსრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის უხუცესი მკვიდრი ბეწეწურ არაბული 107 წლის გახდა.
უხუცესს იუბილე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა თამარ ზაზანაშვილმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურა მოსახლიშვილმა მიულოცეს.
ბეწეწურ არაბულს თელავის მუნიციპალიტეტის მერია ფულად საჩუქარს გადასცემს.
,,დღეს ვიმყოფებოდით სოფელ კობაძეში. დაბადების დღე მივულოცეთ მუნიციპალიტეტის უხუცეს მკვიდრს ბეწეწურ არაბულს, რომელსაც 107 წელი შეუსრულდა. იუბილარს სიმბოლური საჩუქარი გადავეცით, თელავის მუნიცილალიტეტის მერია იუბილარ უხუცესს ფულად თანხას გადასცემს”, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
107 წლის ბეწეწურ არაბულს 5 შვილი და 21 შვილიშვილი ჰყავს.