პირიქითა ხევსურეთში არხოტისა და დათვიჯვრის უღელტეხილების გახსნის სამუშაოები მალე დასრულდება
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მაცაცო ნარიმანიძისა და შესაბამისი უწყებების აქტიური კოორდინაციით, პირიქითა ხევსურეთში არხოტისა და დათვიჯვრის უღელტეხილების გახსნის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება. ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შედეგად, ბარისახო-შატილისა და როშკა-არხოტის დამაკავშირებელ გზებზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი გახდება.
ცნობისათვის, პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს იკეტება. უღელტეხილი ზღვის დონიდან 2676 მეტრზეა.
რაც შეეხება არხოტის (წელთგზა) უღელტეხილს, იგი საქართველოში ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილია ზღვის დონიდან 3235 მეტრზე და ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ როშკასა და სოფელ ახიელს.