სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე სკვერი ეწყობა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია – “გია და კომპანია” ასრულებს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი სამტრედიას უახლოეს ხანში ექნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები